ჩვენ შესახებ

კომფორტერი - ყველაფერი თქვენი სახლისთვის ერთ სივრცეში

კომფორტერი ავეჯისა და Home & Living მიმართულებით მრავალფეროვან არჩევანს აერთიანებს და მომხმარებელს თანამედროვე, ფუნქციურ და ხარისხიან გადაწყვეტილებებს სთავაზობს სახლის სხვადასხვა სივრცისთვის.

2018 წელს შექმნილი კომფორტერის მთავარი მიზანი თავიდანვე განსხვავებული სტილისა და ხარისხის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება იყო. წლების განმავლობაში ბრენდი მნიშვნელოვნად გაფართოვდა როგორც ასორტიმენტის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიმართულებით.

კომფორტერის ასორტიმენტი მოიცავს რბილ ავეჯს, საძინებლის, მისაღები და სასადილო ოთახის ავეჯს, მაგიდებს, სკამებს, მატრასებსა და ინტერიერის სხვა პროდუქტებს. ამასთან, ბრენდი ეტაპობრივად აფართოებს Home & Living კონცეფციას და ავეჯის მიმართულებას სახლის მოწყობის ახალი კატეგორიებით ავსებს.

კომფორტერი თანამშრომლობს საერთაშორისო მწარმოებლებსა და პარტნიორ ბრენდებთან. კომპანიის პარტნიორთა ქსელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს 25 მდე პარტნიორს, რაც მომხმარებელს განსხვავებული სტილის, დიზაინისა და ფასის ფართო არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მომხმარებელზე მორგებული მომსახურებაა - პროდუქტის შერჩევიდან და ინტერიერში მისი მორგებიდან ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებამდე.

კომფორტერისთვის ხარისხი აერთიანებს არა მხოლოდ თავად პროდუქტს, არამედ დიზაინს, მომსახურებასა და მომხმარებლის გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, Comforter იყოს სივრცე, სადაც მომხმარებელი საკუთარი სახლისთვის მის გემოვნებას, საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებულ გადაწყვეტილებებს აღმოაჩენს.