კომფორტერი არის 2018 წელს შექმნილი ქართული ბრენდი, რომელიც აერთიანებს ავეჯისა და Home & Living-ის მრავალფეროვან არჩევანს და მომხმარებელს თანამედროვე, ფუნქციურ და ხარისხიან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
კომპანია თანამშრომლობს 25-მდე საერთაშორისო მწარმოებელ და პარტნიორ ბრენდთან, რაც მომხმარებელს განსხვავებული სტილისა და დიზაინის ფართო არჩევანს აძლევს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და განვითარება - როგორც კომპანიის, ისე ჩვენი გუნდის.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და მეგობრულ გარემოს
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1300 - 2 500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
- ყოველთვიურ და კვარტალურ ბონუსებს
- პროფესიულ ზრდას და განვითარების შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს და მრავალფეროვან წახალისების სისტემას
სამუშაო პირობები
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-20:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის 12.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.
ძირითადი ფუნქციები
- მომხმარებლის მიღება და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციისის მახასიათებლების, ფასის, ბრენდის, მწარმოებელი ქვეყნის და სხვა დეტალების შესახებ
- სალარო აპარატთან მუშაობა
- სასაწყობე/შიდა პროგრამებთან მუშაობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- იყოთ ზრდაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)
თუ გსურთ, შემოუერთდეთ კომფორტერის მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!