მოლარე-ოპერატორი
03-10-2026 - 03-11-2026

კომფორტერი არის 2018 წელს შექმნილი ქართული ბრენდი, რომელიც აერთიანებს ავეჯისა და Home & Living- ის მრავალფეროვან არჩევანს და მომხმარებელს თანამედროვე, ფუნქციურ და ხარისხიან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

კომპანია თანამშრომლობს 25-მდე საერთაშორისო მწარმოებელ და პარტნიორ ბრენდთან, რაც მომხმარებელს განსხვავებული სტილისა და დიზაინის ფართო არჩევანს აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და განვითარება - როგორც კომპანიის, ისე ჩვენი გუნდის.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და მეგობრულ გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიულ ზრდას და განვითარების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით
  • დამატებით ყოველკვარტალურ day off-ებს
  • შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს და მრავალფეროვან წახალისების სისტემას

სამუშაო პირობები

პოზიცია: მოლარე-ოპერატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-20:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის 12.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.

ძირითადი ფუნქციები

  • სალაროსა და ფულადი ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების წარმოება;
  • გაყიდული პროდუქციის ფასის, რაოდენობისა და პროგრამაში გატარების კონტროლი;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
  • ხელშეკრულებების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და საგარანტიო დოკუმენტაციის მომზადება;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შეკვეთების ადმინისტრირება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია გადახდის პირობების, მიწოდების ვადების და სხვა საჭირო საკითხების შესახებ;
  • ლოჯისტიკის დეპარტემენტთან კომუნიკაცია პროდუქციის გაცემისა და მიწოდების პროცესის კოორდინაციისთვის;
  • გაყიდვის შემდგომი პროცესების ადმინისტრირება, მათ შორის დაბრუნება/გაცვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • იყოთ ზრდაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი
  • მოლარე-ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო, სალარო, ERP ან გაყიდვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

თუ გსურთ, შემოუერთდეთ კომფორტერის მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!